21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაარსდა და ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს მიერ. 2021 წლის 21 მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა- ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან'', რომელსაც ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.